სოხუმის დაცემის 25 წლისთავთან დაკავშირებით, მარნეულის სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება გამართეს

სოხუმის დაცემის 25 წლისთავთან დაკავშირებით, მარნეულის N 6 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება „დაგვიანებული აღსარება“ – გამართეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, 1992-1993 წლების მოვლენებთან დაკავშირებული ფაქტებისა და მოვლენების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის მოძიების შემდეგ, მოსწავლეებმა სცენაზე ქართულ-აფხაზური ურთიერთობები გააცოცხლეს, ისტორიული ერთობის სურათები წარმოადგინეს და მესამე ძალის მიერ განზრახ ჩატეხილი ხიდის გამთლიანების სურვილი გამოთქვეს.

მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, პროექტში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მოსწავლეებმა.

ამასთან, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა, სამსონ ბრეგვაძე, ლაურა ახალკაცმა და უწყების ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსმა, ლევან ამირიძემ სკოლის დირექტორს და მასწავლებლებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, ვლადიმერ იმნაძის სახელით სამადლობელი სიგელები გადასცეს.

„ლამაზი დღე გვაჩუქეს მარნეულის VI საჯარო სკოლის ბავშვებმა. ეს არის მრავალეთნიკური სკოლა. უამრავი სხვადასხვა ეროვნების და აღმსარებლობის წარმომადგენელი სწავლობს ამ სკოლაში, რომლებიც ერთმანეთთან უმწიკვლო სიყვარულით არიან მიჯაჭვულნი. მათ კიდევ ერთხელ გვაჩვენეს, როგორი უნდა იყოს საქართველოს მომავალი, რომელიც გადის ერთადერთ, სიყვარულის გზაზე,"- განაცხადა სამსონ ბრეგვაძემ.

დასასრულს, სკოლის დირექციამ და მოსწავლეებმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს