გიგა ბოკერია საპარლამენტო უმრავლესობას - როდის გამოიყენებთ სალომე ზურაბიშვილზე ტერმინს „სამარცხვინო“?

„როდის იხმართ ტერმინს სამარცხვინოს სალომე ზურაბიშვილზე?“ - ამ კითხვით მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობას. გიგა ბოკერიამ აგვისტოს ომთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებები კიდევ ერთხელ გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს განცხადებები მხოლოდ სამარცხვინო კი არა, ქვეყნისთვის საშიშია.

„მთელი ეს სპირალი სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით დაიწყო ასე: მან გააკეთა სამარცხვინო განცხადება. თქვა, რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო. ამის გარდა, შემდეგ როგორც მედვედევი ამბობდა, ზურაბიშვილმაც თქვა, რომ საკუთარი მოსახლეობა დავბომბეთო. თქვენ თავიდან აღშოფთდით და გააკეთეთ განცხადებები, რომ არ ეთანხმებოდით. შემდეგ, დარწმუნდით, რომ ბიძინას გადაწყვეტილებაა, რომ სალომე უნდა იყოს, შეიკარით როგორც გჩვევიათ და დააწყეთ ნარატივი, რომ კარგი განცხადებაა ეს. ის მეთოდი გაქვთ, რაც აქვს რუსულ პროპაგანდას. არ აქვს მნიშვნელობა არც ფაქტებს, არც ლოგიკას, არაფერს, მთავარია იყოს ბევრი სისულელის და ტყუილის ნიაღვარი.

ახლა ჩავიდა სამცხე-ჯავახეთში და პირდაპირ რუსული ნარატივი გაიმეორა, რომ ჩემი ოპონენტი იქ თურქების საქმეს აკეთებდაო. მაშინ აღშფოთდებით ახლა აზერბაიჯანელ მოსახლეობასთან რომ ჩავა და იტყვის, რომ ოპონენტები სომხები არიან და გვიპყრობენო? თუ ასლან აბაშიძის დროშა უნდა ააფრიალოს აჭარაში? რა უნდა ქნას, როდის მიხვდებით, რომ ეს მხოლოდ სამარცხვინო კი არა, ქვეყნისთვის საშიშია?,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა