არჩილ თალაკვაძე - ჩვენი ოპონენტების განცხადებები ადასტურებს, რომ ეს ხალხი ზურგით მიდის მომავლისკენ

ჩვენ გვქონდა გეგმა, რომ ევროპული ყაიდის საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია ჩაგვეტარებინა. 28 ოქტომბერს ხალხი გასცემს პასუხს - თუ ვინ არის წარსულისკენ და ვინ მომავლისკენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის სესიაზე განაცხადა.

თალაკვაძის შეფასებით, ხელისუფლების ოპონენტები ზურგით მიდიან მომავლისკენ, რასაც მათი განცხადებები ამტკიცებს.

„ჩვენი ოპონენტების განცხადებები ადასტურებს, რომ ეს ხალხი ზურგით მიდის მომავლისკენ. მათ უნდათ წარსულისგან გათავისუფლდნენ, მაგრამ ამავე დროს არც უნდათ ამ წარსულისგან გათავისუფლება. ჩვენ მართლაც გეგმა გვქონდა, რომ ევროპული ყაიდის საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია ჩაგვეტარებინა. 28 ოქტომბერს ხალხი გასცემს პასუხს - თუ ვინ არის წარსულისკენ და ვინ მომავლისკენ. წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსთან და საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის არბიტრაჟი დაფუძნდება. ვფიქრობ, ამ შეთანხმების თანახმად, საქართველოს ექნება ბიზნესდავების სანდო და სწრაფი გადაწყვეტის მექანიზმი, საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო სასამართლო, რითაც ჩვენი ქვეყანა ბიზნესისთვის კიდევ უფრო საიმედო გახდება. ეს არის გადაწყვეტილებები, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება იღებს. ეს არის მთავრობის და ჩვენი ხელისუფლების კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი თანამედროვე, ღია და კონკურენტული გარემოსთვის, რომელიც ვფიქრობ, მოიზიდავს მეტ ინვესტორს, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. ეს პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის მომავალს, ეკონომიკურ განვითარებას, რაც აისახება ხარისხიან განათლებაში, უკეთეს საპენსიო სისტემაში, უკეთეს ინფრასტრუქტურაში“,- განაცხადა თალაკვაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო