ეროვნული ბანკი „თიბისი ბანკიდან“ უცხოურ ვალუტაში გატანილი თანხის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ბანკი „თიბისი ბანკიდან“ უცხოურ ვალუტაში გატანილი თანხის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო დღეებში მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას „თიბისი ბანკიდან“ უცხოურ ვალუტაში გატანილი თანხის შესახებ. ვაცხადებთ, რომ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კომერციული ბანკიდან გაცემული თანხა „თიბისი ბანკმა“ ეროვნული ბანკისგან მიიღო, სიმართლეს არ შეესაბამება. „თიბისი ბანკიდან“ თანხის გატანის პერიოდში კომერციულ ბანკს ეროვნული ბანკის საცავიდან უცხოური ვალუტის ინკასირება არ განუხორციელებია.

დამატებით აღვნიშნავთ, რომ ოპერაციების განხორციელების პროცესში კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან დაიცვან „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული პროცედურები და მოთხოვნები.

აქვე გვსურს განვმარტოთ, რომ ეროვნული ბანკის მიერ საზედამხედველო ღონისძიებების ფარგლებში მიღებული მასალები წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას და, შესაბამისად, ეროვნული ბანკი მოკლებულია შესაძლებლობას საჯაროდ ისაუბროს ტრანზაქციის დეტალებთან ან/და ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ/განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით.

საქართველოს ეროვნული ბანკი, მისი კომპეტენციის ფარგლებში, ყოველთვის მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა