სალომე ზურაბიშვილი - მე ვიქნები იმ ადამიანების პრეზიდენტიც, რომლებიც დღეს მლანძღავენ - მე არ მივცემ თავს უფლებას, ვიღაცებს მოღალატე ვუწოდო

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ადიგენში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

მისი პრესსამსახურის ინფორმაციით, ზურაბიშვილმა ისაუბრა ქვეყნისთვის სახელმწიფო მოღვაწის მნიშვნელობაზე.

„როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი გავხდი, ჟურნალისტებს კარგად არ ესმოდათ, რას ვგულისხმობდი, როცა ვამბობდი, რომ მე პოლიტიკოსი არ ვიყავი. ამის გამო ხშირად ვიღებდი შენიშვნას, - არ შეიძლება, მინისტრი პოლიტიკოსი არ იყოსო.

საგარეო საქმეთა მინისტრი ეკუთვნის არა რომელიმე პარტიას, არამედ სახელმწიფოს. ზუსტად ასევე, არ შეიძლება, პრეზიდენტი იყოს ქვეყნის რაღაც ნაწილის პრეზიდენტი. იგი უნდა იყოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი, სახელმწიფო მოღვაწე.

როდესაც მე ვიქნები არჩეული პრეზიდენტად, ვიქნები იმ ადამიანების პრეზიდენტიც, რომლებიც დღეს მლანძღავენ. მათგან ყველაზე მეტად მიკვირს სიტყვა „მოღალატე“, რადგან ეს ცნება მორალთან არის დაკავშირებული. მე არ მივცემ თავს უფლებას, ვიღაცებს მოღალატე ვუწოდო. არ შეიძლება, ქართველი მოღალატე იყოს. ეს ჩვენი გენეტიკის ნაწილი არ არის“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა