ნიკოლ ფაშინიანი - პარლამენტში წარმოდგენილი პარტიები შეთანხმდნენ, რომ მისი გადადგომის შემდეგ ახალ კანდიდატებს არ წამოაყენებენ, რათა პარლამენტის დათხოვნა დაჩქარდეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, პარლამენტში წარმოდგენილი პარტიები შეთანხმდნენ, რომ არ წამოაყენებენ პრემიერობის ახალ კანდიდატებს, მას შემდეგ, რაც ის თანამდებობიდან გადადგება, რათა პარლამენტის დათხოვნა დააჩქაროს. ამის შესახებ მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ვადასტურებ, რომ საპარლამენტო ძალებმა თანხმობა განაცხადეს და არ წამოაყენებენ პრემიერობის ახალ კანდიდატებს, მას შემდეგ, რაც მე თანამდებობიდან წავალ. თუკი ისინი საკუთარ დაპირებას არ შეასრულებენ, ეს მათთვის პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება“, - აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა