პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვით, ელექტროძრავიანი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების იმპორტი და მიწოდება დღგ-სგან თავისუფლდება

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვით, საქართველოში ელექტროძრავიანი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების იმპორტი და მიწოდება დღგ-სგან თავისუფლდება.

“საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილება პარლამენტს უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გააცნო.

როგორც თალაკვაძემ განმარტა, პროექტის მიზანია ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალებების იმპორტის და მათი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა.

მოქმედი კანონით, ელექტროძრავიანი ავტობუსის და ელექტროძრავიანი მიკროავტობუსის მიწოდება და იმპორტი სხვა გადასახადებისგან - იმპორტისა და აქციზის გადასახადისგან გათავისუფლებულია და მხოლოდ დღგ-თი იბეგრება. საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებებით, მოხდება მისი დღგ-სგან გათავისუფლება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო