ზურაბ აბაშიძე საქართველოსა და რუსეთს შორის მაღალი დონის შეხვედრის მომზადებაზე მუშაობას არ ადასტურებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე საქართველოსა და რუსეთს შორის მაღალი დონის შეხვედრის მომზადებაზე მუშაობას არ ადასტურებს, თუმცა თეორიულად, მსგავსი შეხვედრის გამართვის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

როგორც ზურაბ აბაშიძემ აღნიშნულ საკითხზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის განცხადების კომენტირებისას განაცხადა, ეს თემა პრაღაში გამართულ შეხვედრაზე საერთოდ არ განხილულა.

„ბატონმა კარასინმა ჟურნალისტის მიერ ამ თემაზე დასმულ კითხვას უპასუხა, რომ თეორიულად ასეთი შეხვედრა შესაძლებელია. მე ვადასტურებ, რომ თეორიულად ასეთი შეხვედრა შესაძლებელია, მაგრამ პრაქტიკულად ან კონკრეტულად რაიმე მოსამზადებელი სამუშაოები ამის შესახებ არ მიმდინარეობს და არც არსად არის რაიმე მსჯელობა. ადრე თუ გვიან ასეთი შეხვედრა ალბათ უნდა შედგეს და მასზე, უპირველეს ყოვლისა, განხილული უნდა იყოს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია კონფლიქტურ რეგიონებთან, რაღაც თუნდაც მცირე ნაბიჯი უნდა გადაიდგას და შეხვედრა შეხვედრისთვის არავის სჭირდება. თუ იქნება ალბათობა იმისა, რომ ასეთ ჭრილში მომზადდება ეს შეხვედრა, მას ძალიან სერიოზული მუშაობა და მოსამზადებელი პერიოდი დასჭირდება. ვიმეორებ, ახლა ეს არ ხდება“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

აღნიშნულ კომენტარს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს