არგენტინელმა მოსამართლემ სენატორისა და ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ ფულის გათეთრების მუხლით სისხლის სამართლის საქმის აღძვრა გადაწყვიტა

არგენტინელმა მოსამართლემ ხულიან ერკოლინიმ სენატორისა და ყოფილი პრეზიდენტის კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერის წინააღმდეგ ფულის გათეთრების მუხლით სისხლის სამართლის საქმის აღძვრა გადაწყვიტა. ამის შესახებ სასამართლო წრეებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით სააგენტო EFE წერს.

მისი გადაწყვეტილებაა, ბიუჯეტიდან მითვისებული ფულის გათეთრების გამო პასუხისგებაში უნდა მიეცეს 20 ადამიანი, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი, მისი ვაჟი მაქსიმო, ქალიშვილი ფლორენსია და კირშნერების ოჯახთან დაახლოებული მეწარმე ლასარო ბაესი.

აღსანიშნავია, რომ ბაესი უკვე პატიმრობაში იმყოფება. კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერის მმართველობის დროს ლასარო ბაესის კომპანიებმა სახელმწიფოსთან არაერთი კონტრაქტი გააფორმეს. გამოძიების ვერსიით, ბაესის კომპანიების საშუალებით ფულის გათეთრება მიმდინარეობდა, კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერი და მისი მეუღლე, ყოფილი პრეზიდენტი ნესტორ კირშნერი კი ამით ფინანსურ სარგებელს ნახულობდნენ. ლასარო ბაესი წარდგენილ ბრალდებებს არ ეთანხმება, კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერი კი თავს პოლიტიკური დევნის მსხვერპლად მიიჩნევს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა