პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატთა „ეთიკის კოდექსის“ პროექტი განიხილეს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატთა „ეთიკის კოდექსის“ პროექტი განიხილეს.

დადგენილების პროექტი „პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის“ შესახებ, რომელიც დეპუტატებმა თამარ ჩუგოშვილმა, ირინე ფრუიძემ, ეკა ბესელიამ, გიორგი კახიანმა, კახა კუჭავამ და გუგული მაღრაძემ მოამზადეს, პარლამენტს დღეს ხელმეორედ წარედგინა, რადგან დეპუტატთა “ეთიკის კოდექსის“ პროექტი ერთხელ უკვე ჩავარდა.

საგაზაფხულო სესიაზე დადგენილებას უმრავლესობის დიდმა ნაწილმა მხარი არ დაუჭირა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატებისთვის განსაკუთრებით მიუღებელი კოდექსის ის ნაწილი იყო, რომელიც განსაზღვრავდა პასუხისმგებლობას ეთიკის ნორმების დარღვევის შემთხვევებზე. პარლამენტის მიერ უარყოფილი ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული იყო შემდეგი დისციპლინური სანქციები: - სარეკომენდაციო ბარათი/გაფრთხილება; ხელფასის დაკავება (ხელფასის 10%-დან - მაქსიმუმ 50%-ის ოდენობით); ოფიციალურ ვიზიტებში მონაწილეობის შეჩერება (მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში).

„ეთიკის კოდექსი“ არეგულირებს პარლამენტის წევრის ქცევას მისი სტატუსიდან გამომდინარე და განსაზღვრავს წესებს, რომლებიც მან უნდა გაითვალისწინოს თავის საქმიანობაში და ასევე კოლეგებთან, თანამშრომლებთან, მედიასთან, სხვა ინსტიტუტებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობისას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს