დავით ბაქრაძე სალომე ზურაბიშვილის  განცხადებას „საშიშ და არასწორი ფორმის პოლიტიკურ განაცხადს“ უწოდებს

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე სამცხე-ჯავახეთში პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და მას „საშიშ და არასწორი ფორმის პოლიტიკურ განაცხადს“ უწოდებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტიიდან აცნობეს.

„გარდა იმისა, რომ ასეთი ტიპის განცხადება ამ რეგიონში წარმოადგენს თავითავად ძალიან საშიშ და ძალიან არასწორი ფორმის პოლიტიკურ განაცხადს, ეს განცხადება უბრალოდ რეალობას არის მოკლებული და კარგად რომ მოესმინა ხალხისთვის, ქალბატონ ზურაბიშვილს, რომელიც ხალხს არასდროს უსმენს, იმავე ხალხისგან გაიგებდა – პრობლემა არის „ქართული ოცნების“ მთავრობაში, პრობლემა არის იუსტიციის სამინისტროში და არა პრეზიდენტში და პრეზიდენტის პოზიციაში,” – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

სალომე ზურაბიშვილმა სამცხე ჯავახეთის რეგიონში შეხვედრისას განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი იქნება.

„სწორედ იმიტომ, რომ დაბადებული ვარ საფრანგეთში, შეიძლება უფრო კარგად მესმის, თუ რას ნიშნავს მოქალაქეობა. ეს ნიშნავს, რომ ყველას ერთნაირი უფლება გააჩნია მიუხედავად რელიგიისა, წარმოშობისა, კულტურისა და ენისა. ამ ყველაფერს არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ყველა არის ქვეყნის თანასწორი მოქალაქე. მე ვიქნები ამ თანასწორი მოქალაქეების პრეზიდენტი. ერთმა პრეზიდენტმა ძალიან ბევრი მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, რომლის წარმომადგენელიც დღეს არის ჩემი ერთ-ერთი ოპონენტი, მაგრამ თქვენ არ მოგცათ მოქალაქეობა. მე, სანამ გავხდებოდი მაჟორიტარი დეპუტატი, დავიწყე მუშაობა ორმაგი მოქალაქეობის კანონზე. ვიცი, რომ მთელ ევროპაში ეს არის მიღებული ფორმა, რომ ორმაგი მოქალაქეობა თუ არ არის ოფიციალურად მიღებული, იყოს ნებადართული და დაშვებული. ამიტომ წელს მივიღეთ კონსტიტუციაში ცვლილებები, რის შედეგადაც საქართველოში აღარ არის აკრძალული ორმაგი მოქალაქეობა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ნინოწმინდის მოსახლეობასთან შეხვედრისას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა