ადვოკატი - გივი ჯიბლაძეს მიაჩნია, რომ არის სახელმწიფო მაღალი თანამდებობის პირების კონფლიქტის მსხვერპლი, ასევე, ასახელებს ბიზნესმენებს, ძმებ ქურდიანებს

გივი ჯიბლაძეს მიაჩნია, რომ არის მსხვერპლი სახელმწიფო მაღალი თანამდებობის პირების კონფლიქტისა, - ამის შესახებ სამშენებლო კომპანია "სვეტის" დაკავებული ხელმძღვანელი პირების ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ვალერი გელბახიანმა წინასწარი დაკავების იზოლატორში გივი ჯიბლაძე მოინახულა. სამმართველოს დატოვების შემდეგ კი თავად დაკავებულის პოზიცია ჟურნალისტებს გააცნო. ადვოკატის თქმით, მიმდინარე პროცესებს ჯიბლაძე ხელისუფლებას უკავშირებს, თუმცა ადვოკატმა ამ ეტაპზე კონკრეტული გვარები არ დაასახელა. ადვოკატმა საჯაროდ მხოლოდ ბიზნესმენების, ძმები ქურდიანების გვარი ახსენა.

"ჯერჯერობით მან ბრალის ფორმულირება არ იცის. მე მივაწოდე ის ინფორმაცია, რაც გაცხადდა - 180-ე მუხლი. ის არათუ არ ეთანხმება სავარაუდო ბრალდებას, არამედ აქვს თავისი მტკიცებულებები, რომ თავი იმართლოს. მიაჩნია, რომ არის მსხვერპლი სახელმწიფო მაღალი თანამდებობის პორების კონფლიქტისა.

მე ამ წუთში არ შემიძლია იმ პიროვნებების გვარების დასახელება, თუმცა ვიტყვი, რომ ის ასახელებს ბიზნესმენებს, კერძოდ, ძმებ ქურდიანებს, რომლებიც ჩართული არიან ამ პროცესში და რომ მათ „სვეტის“ ქონების ხელში ჩაგდება უნდათ. ასევე, ამბობს, რომ ეს პირები ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან არიან გარიგებაში. ქონების დათმობას რაც შეეხება, ის ამას არ აპირებს. მისი პოზიციაა, რომ დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა და რომ ის კონსპირაციის მსხვერპლია", - განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

მისივე ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალს სავარაუდოდ ხვალ წარუდგენენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო