ლევან ყიფიანი - ოქუაშვილმა შემომთავაზა აუდიოჩანაწერების გაკეთება, ვითომდა მიმდინარეობდა მასზე ზეწოლა, რათა ეს ჩანაწერები გამოეყენებინა უცხოელი პარტნიორების დასარწმუნებლად

ბოლო შეხვედრისას ოქუაშვილმა შემომთავაზა მივსულიყავი მასთან და ასეთი სურათი დამიხატა, რომ საქართველოს ხელისუფლება მასზე წნეხს ახორციელებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს, სპორტის ყოფილმა მინისტრმა, ლევან ყიფიანმა ჩვენების მიცემის შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, ზაზა ოქუაშვილს დავალიანება ჰქონდა უცხოელ პარტნიორებთან და ამ გზით ცდილობდა ის ვალდებულებების შესრულების გადავადებას. ყიფიანის განცხადებით, ოქუაშვილმა ამ საკითხზე აპელირებით განუცხადა, რომ მის მიმართ არსებულ დავალიანებასაც გაისტუმრებდა, რომელიც ერთად მუშაობის დროს დაუგროვდა.

„ზაზა ოქუაშვილი მოვიდა ჩემთან ზაფხულის თვეში. კომპანიიდან პერიოდულად გავდიოდი-გამოვდიოდი. ბოლო შეხვედრისას მან შემომთავაზა მივსულიყავი მასთან და ასეთი სურათი დამიხატა, რადგან მისი ბიზნესი წნეხს განიცდის მისი უცხოელი პარტნიორებისგან, ის პრობლემებს განიცდის საქართველოში ბიუჯეტის თანხებთან დაკავშირებით, მან გადაწყვიტა დაეხატა ასეთი სცენარი, რომ ერთობლივად ჩაეწერა მაკომპრომეტირებელი მასალა. იგი მპირდებოდა, რომ ეს იყო მისი შიდა მოხმარებისთვის, ეს უნდა წასულიყო უცხოეთში, რომ დაერწმუნებინა, მე ყოფილი მინისტრი ვიყავი, ჩემი ოჯახისშვილობა უცხოელებისთვის დამაჯერებელი იქნებოდა და მათ დაარწმუნებდა, რომ საქართველოს ხელისუფლება მასზე წნეხს ახორციელებდა და მოხდებოდა მისი ვალდებულებების, დავალიანებების, რომელიც აგრეთვე თავის უცხოელ პარტნიორებთან გააჩნდა, გადავადება. მე მას გამუდმებით მივანიშნებდი იმ დავალიანებაზე, რომელიც დაუგროვდა ჩემს მიმართ ამ 3 წლის განმავლობაში. მას ვახსენებდი, რომ ეს დავალიანება გაესტუმრებინა. სწორედ ამაზე აპელირებით მთხოვა, ამ დავალიანებას მივიღებდი, თუ მას დავეხმარებოდი ამ თემის ხელშეწყობაში“, - განაცხადა ლევან ყიფიანმა.

იხილეთ ვიდეო: "ოქუაშვილმა შემომთავაზა გაგვეკეთებინა ჩანაწერები, ვითომ მიმდინარეობდა ზეწოლა" - ლევან ყიფიანი

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა