ადვოკატის ინფორმაციით, ლევან ყიფიანის ქმედებებში არავითარი დანაშაულის ნიშანი არ იკვეთება

სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ქმედებებში არავითარი დანაშაულის ნიშანი არ იკვეთება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ყიფიანის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სპორტის ყოფილი მინისტრის გამოკითხვის დასრულების შემდეგ განუცხადა. ადვოკატმა დაადასტურა ლევან ყიფიანის პოზიცია და განმარტა, რომ პირველი 4 ჩანაწერი, რომელიც პირველად გავრცელდა დამონტაჟებულია.

"დღევანდელ მოცემულობაში, ლევან ყიფიანის ქმედებაში, დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. შედეგი სადაა, რომ თაღლითობაზე ან თანხების მითვისებაზე ვისაუბროთ?! იმის ფაქტი, რომ ჩანაწერი საზღვარგარეთ იყო გამოყენებული, ჩვენ არ გვაქვს. ოქუაშვილმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, როდესაც განაცხადა, რომ ბანკიდან ფულის გატანა ერთჯერადად მოხდა. ბანკიდან თანხა სამჯერ იყო გამოტანილი. ეს ყველაფერი სხვადასხვა დღეებში მოხდა და რომელ დღეს, სად ურეკავდა ფარცხალაძეს, არ ვიცი.

დღევანდელ მოცემულობაში, ლევან ყიფიანის ქმედებაში, დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. იმედია მოგვთხოვს გამოძიება იმის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რომ ჩანაწერები გაყალბებულია. ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს მტკიცებულებები ჩვენი ვერსიის დასადასტურებლად. შედეგი სადაა, რომ თაღლითობაზე ან თანხების მითვისებაზე ვისაუბროთ?! იმის ფაქტი, რომ ჩანაწერი საზღვარგარეთ იყო გამოყენებული, ჩვენ არ გვაქვს", - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

ადვოკატის თქმით, მათ აქვთ მასალები, რომელიც ყიფიანის მიერ გამოკითხვაზე გაჟღერებულ ვერსიას ადასტურებს. "იმედია მოგვთხოვს გამოძიება იმის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რომ ჩანაწერები გაყალბებულია. ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს მტკიცებულებები ჩვენი ვერსიის დასადასტურებლად", - განმარტა ხაჭაპურიძემ.

ამასთან, ადვოკატი ამბობს, რომ ზაზა ოქუაშვილმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, როდესაც განაცხადა, რომ საბანკო გადარიცხვა ერთჯერადი იყო. "ოქუაშვილმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, როდესაც განაცხადა, რომ ბანკიდან ფულის გატანა ერთჯერადად მოხდა. ბანკიდან თანხა სამჯერ იყო გამოტანილი. ეს ყველაფერი სხვადასხვა დღეებში მოხდა და რომელ დღეს, სად ურეკავდა ფარცხალაძეს, არ ვიცი", - განაცხადა ადვოკატმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო