პროკურორის ინფორმაციით, ლევან ყიფიანმა გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა

„ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე მიმდინარე გამოძიების საქმის პროკურორის გიორგი ოსაძის განმარტებით, ლევან ყიფიანს დაუსვეს ყველა ის შეკითხვა, რომელიც გამოძიებას აინტერესებდა.

როგორც პროკურორმა სპორტის ყოფილი მინისტრის გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მოწმემ გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა გარემოებებში და რა ვითარებაში დამზადდა და გავრცელდა ჩანაწერები.

„ლევან ყიფიანს დაესვა ყველა ის კითხვა, რაც გამოძიებას აინტერესებდა. მოწმემ ამომწურავად უპასუხა აღნიშნულ კითხვებს. მოგვაწოდა საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მათ შორის მიუთითა იმ გარემოებების თაობაზე, თუ რა ვითარებაში და როგორ მოხდა გავრცელებული ჩანაწერების დამზადება და შემდგომ გავრცელება. გარდა ამისა, მოწმეს დაესვა შეკითხვები თანხების დანიშნულებასა და მიზნობრიობასთან დაკავშირებით და აღნიშნულის თაობაზე მოწმემ გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია. ჩვენების კონკრეტულ შინაარზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ვისაუბრებ“, - განაცხადა ოსაძემ.

რაც შეეხება საქმის ფიგურანტ სხვა პირთა დაკითხვას, პროკურორის ინფორმაციით, დაიკითხება ყველა პირი, ვინც შესაძლოა მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდეს საქმესთან დაკავშირებით. „ვინაიდან საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, ყველა ის პირი, ვინც შესაძლოა ფლობდეს ინფორმაციას გამოსაძიებელ სისხლის სამართლის საქმეზე, დაიკითხება გამოძიების მიერ. მათ შორის დაიკითხება ზაზა ოქუაშვილი, რომელსაც ჩაბარებული აქვს უწყება არაერთხელ. ჩვენ ასევე დანიშნული გვაქვს აუდიოჩანაწერებზე ექსპერტიზა. იქიდან გამომდინარე, რომ ყოველდღიურად ახალ-ახალი აუდიოჩანაწერები ვრცელდება, კონკრეტული ვადა, თუ როდის იქნება ექსპერტიზის დასკვნები, განსაზღვრული არაა“, - განაცხადა გიორგი ოსაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს