რეჯეფ ტაიპ ერდოღანი - დემოკრატია მედიასთან ერთად შეუძლებელია

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი მიიჩნევს, რომ დემოკრატია მედიასთან ერთად შეუძლებელია. ამის შესახებ თურქული მედია იუწყება.

ერდოღანის გნაცხადებით, მისმა ვიზიტებმა ამერიკასა და გერმანიაში აჩვენა, რომ მსოფლიოს ყველაზე ძლიერ ქვეყნებსაც კი მედია მართავს. „მე ვნახე, რომ ეს გიგანტური ქვეყნები რეგულირდებიან მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და არა მათი ლიდერებით. ყოველ ჯერზე, როდესაც მათთან ვსაუბრობდი, ისინი ამბობდნენ: ჩვენი მედია ამას ამბობს, ჩვენი მედია იმას წერს. მე კი მათ ვუთხარი: უბრალოდ დაივიწყეთ მედია და მითხარით, თქვენი ხალხი რას ამბობს“, - განაცხადა ერდოღანმა ანკარაში სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, მთავარია ხალხის შეფასება - დემოკრატია უფლებამოსილია ხალხის მიერ. „დემოკრატია არსებობს, თუკი არის ხალხი. დემოკრატია შეუძლებელია მედიასთან ერთად“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა. მისი აზრით, კარგ პოლიტიკოსს არ შეუძლია ჯანსაღი პოლიტიკის გატარება, თუკი მასმედიის ეშინია.

ვიქტორ ყიფიანი - გარე პროცესების გავლენათა მართვა ყველა ჩვენგანის თანამონაწილეობას და საზიარო პასუხისმგებლობას მოითხოვს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2020
კახა კუკავა - 7 პრიორიტეტი გვაქვს, რაც ჩვენ საარჩევნო პროგრამაშია
ემილ ავდალიანი - ირანი და ჩინეთი 400 მილიარდი დოლარის შეთანხმებას ამზადებენ, თუ ეს მოხდა პერსპექტივაში ჩინური გავლენა ირანსა და ახლო აღმოსავლეთზე ხელშესახები გახდება
„თელიანი ველის“ გლეხური რქაწითელი ქვევრი დეკანტერის უმაღლესი ჯილდოს მფლობელია
წინანდლის კლასიკური მუსიკის რიგით მეორე ფესტივალი დასრულდა
მე-3 და მე-4 კატეგორიების საწარმოებისთვის
Samsung Galaxy S20 FE (Fan Edition) წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო