ვაკის რაიონში ნარჩენების გატანის საპილოტე პროექტი გრძელდება

თბილისის მერია, დედაქალაქში მოძრაობის განტვირთვისა და სისუფთავის შენარჩუნების მიზნით, ვაკის რაიონში განაგრძობს საპილოტე პროექტს, რომელიც ნაგავშემკრები კონტეინერების ღამის საათებში დაცლას ითვალისწინებს.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დედაქალაქის მერია და "თბილსერვის ჯგუფი" კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ვაკის რაიონის მოსახლეობას, გაითვალისწინონ პროექტში თითოეული მოქალაქის ჩართულობის მნიშვნელობა და საყოფაცხოვრებო ნარჩენები ნაგავშემკრებ კონტეინერებში არა დღის, არამედ საღამოს საათებში განათავსონ. აღნიშნული მიდგომა ხელს შეუწყობს ქუჩების სისუფთავეს და ტრანსპორტის მარტივ გადაადგილებას.

მათივე ინფორმაციით, 2018 წლის 1-ელი მარტიდან მიმდინარე საპილოტე პროექტის ფარგლებში, ვაკის რაიონის 32 ქუჩაზე ნაგავშემკრები კონტეინერები, ყოველდღიურად 22:00 საათიდან იცლება.

საპილოტე რეჟიმში ჩართულია: ჭავჭავაძის გამზირი, აბაშიძის ქუჩა, ფალიაშვილის ქუჩა, ბერძენიშვილის ქუჩა, მუხაძის ქუჩა, კავსაძის ქუჩა, ბაზალეთის ქუჩა, ერისთავის ქუჩა, ნაფარეულის ქუჩა, ბარნოვის ქუჩა, არაყიშვილის ქუჩა, ტაბიძის ქუჩა, რადიანის ქუჩა, მცხეთის ქუჩა, შატბერაშვილის ქუჩა, ჯანაშვილის ქუჩა, ქუთათელაძის ქუჩა, ატენის ქუჩა, რაზმაძის ქუჩა, ელიავას ქუჩა, ცხვედაძის ქუჩა, მარუხის გმირების ქუჩა, ქობულეთის ქუჩა, ჩოლოყაშვილის ქუჩა, რამიშვილის ქუჩა, გაბაშვილის ქუჩა, ყიფშიძის ქუჩა, აბულაძის ქუჩა, მარაბდის ქუჩა, მოსეშვილის ქუჩა, დარიალის ქუჩა და კეკელიძის ქუჩა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო