„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ რეზოლუციას იურიდიული კომიტეტი კენჭს დღეს უყრის

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ მიერ მომზადებულ რეზოლუციას კენჭს დღეს უყრის.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ მიერ მომზადებული რეზოლუცია რამდენიმე დღის წინ განიხილა. პროექტი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას და წინა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემას ითვალისწინებს.

რეზოლუციის პროექტი კომიტეტის წევრებს, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა გააცნო. როგორც ინაშვილმა კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, ქვეყანაში მიმდინარეობს ფარული სამოქალაქო დაპირისპირება და ეს პროცესი მანამდე გაგრძელდება, ვიდრე სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობას სამართლებრივი შეფასება არ მიეცემა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა