„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კახეთის გზატკეცილზე წყალმომარაგების სისტემის გამართულად ფუნქციონირებისთვის მაგისტრალურ ქსელს სრულად ანახლებს. პროექტის ჯამური ღირებულება 3. 7 მლნ ლარზე მეტს შეადგენს. სამუშაოების მიმდინარეობისას იცვლება 7.4 კმ სიგრძის წყალსადენის და წყალარინების ქსელი. სისტემის სტაბილურობისთვის ქსელზე ახალი, ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები მონტაჟდება.

კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნულ ეტაპზე დაგეგმილი სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია - კახეთის გზატკეცილზე 6.5 კმ წყალმომარაგების ქსელი განახლდა და 10 ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა.

„კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს 4 ოქტომბერს განახორციელებს. სამუშაოების მიმდინარეობისას მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, 4 ოქტომბერს, 22:00 საათიდან 5 ოქტომბრის 19:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვარკეთილის III მასივს, კალოუბნის ქუჩას და კახეთის გზატკეცილის ნაწილს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწვდის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს