დავით ბაქრაძის შეფასებით, ლევან ყიფიანის განცხადება „საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა და აბუჩად აგდების მცდელობაა“

„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით ბაქრაძის შეფასებით, სატელეფონო ჩანაწერებთან დაკავშირებით ლევან ყიფიანის განცხადება არის „საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა და აბუჩად აგდების მცდელობა“.

დავით ბაქრაძის განცხადებით, სინამდვილეში ყველაფერი ადასტურებს, რომ აღნიშნული ამბავი სიმართლეა და მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი კორუფციაშია ჩართული.

„ის, რაც მოვისმინეთ, არის საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა და აბუჩად აგდების მცდელობა. თუ ეს ყველაფერი იყო ტყუილი, რას ელოდებოდა ამდენი ხანი ლევან ყიფიანი, თავიდანვე რატომ არ განაცხადა, რომ ეს ტყუილი იყო. იქნებ ის სხვა ჩანაწერებიც დადგმული იყო, ან „ფილიპ მორისის“ წინააღმდეგ სასამართლო გადაწყვეტილებაც ერთი წლის წინ, რომელიც შემდეგ სააპელაციო სასამართლომ გააუქმა, ტყული იყო და მოგვეჩვენა. სინამდვილეში, ეს ყველაფერი ადასტურებს ერთს, რომ როგორც ჩანს, მართლაც, ეს ამბავი არის სიმართლე, მართლაც, მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი ჩართულია კორუფციაში და დღეს ეძებენ გამოსავალს, როგორ არ გამოიძიონ და მიჩქმალონ ეს ამბავი, ამიტომ ამ ყველაფრის საუკეთესო პასუხი იქნება 28 ოქტომბრის არჩევნებზე შესაბამისი პასუხის გაცემა და „ქართული ოცნების“ დამარცხება მთელი თავისი კორუფციული სქემებითა და არაფორმალური მმართველობით“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ცნობისთვის, გუშინ, ლევან ყიფიანმა თბილისის საქალაქო სასამართლოდან დაკითხვიდან გამოსვლის ე.წ. სარდაფის ინციდენტს სრული სიყალბე და სამარცხვინო სიცრუე უწოდება.

მისი თქმით, ის ოთარ ფარცხალაძეს იცნობს და მასთან კომუნიკაცია არაერთხელ ჰქონია. ლევან ყიფიანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არანაირ ზეწოლას ფარცხალაძის მხრიდან ადგილი არ ჰქონია და არც „სარდაფის ეპიზოდი“ არ ყოფილა. ამასთან, ლევან ყიფიანმა განაცხადა, რომ მასზე არსებული ზეწოლის გამო ზაზა ოქუაშვილმა აუდიოჩანაწერების გაკეთება შესთავაზა, რათა ისინი უცხოელი პარტნიორების დასარწმუნებლად გამოეყენებინა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს