გიორგი ვაშაძე - სხვა რამ რომ მოგვესმინა ლევან ყიფიანის მხრიდან, შესაძლოა, ფიზიკური განადგურების საფრთხე ჰქონოდა ამ ადამიანს

სხვა რამ რომ მოგვესმინა ლევან ყიფიანის მხრიდან, შესაძლოა, ფიზიკური განადგურების საფრთხე ჰქონოდა ამ ადამიანს, - ასე აფასებს "ომეგა ჯგუფის" საქმესთან დაკავშირებით სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის განცხადებებს „ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი ვაშაძე. მისი თქმით, ყიფიანის განცხადებებთან დაკავშირებით სხვა მოლოდინი არც ჰქონია.

"მე სხვა მოლოდინი არც მქონდა. წნეხის, ზეგავლენის, დაშინების უზარმაზარი მანქანა არის ჩართული. აქედან გამომდინარე, ყველა მოწმეს უზარმაზარი საფრთხე აქვს. სხვა რამ რომ მოგვესმინა ყიფიანის მხრიდან, შესაძლოა, ფიზიკური განადგურების საფრთხე ჰქონოდა ამ ადამიანს. სამწუხაროდ, ფსიქოლოგიურ-ფიზიკური ზეწოლის შედეგია ეს ყველაფერი. ასეთი რამეები არ იმალება, ყველაფერს ფარდა აეხდება",- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, გუშინ, ლევან ყიფიანმა თბილისის საქალაქო სასამართლოდან დაკითხვიდან გამოსვლის ე.წ. სარდაფის ინციდენტს სრული სიყალბე და სამარცხვინო სიცრუე უწოდება.

მისი თქმით, ის ოთარ ფარცხალაძეს იცნობს და მასთან კომუნიკაცია არაერთხელ ჰქონია. ლევან ყიფიანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არანაირ ზეწოლას ფარცხალაძის მხრიდან ადგილი არ ჰქონია და არც „სარდაფის ეპიზოდი“ არ ყოფილა. ამასთან, ლევან ყიფიანმა განაცხადა, რომ მასზე არსებული ზეწოლის გამო ზაზა ოქუაშვილმა აუდიოჩანაწერების გაკეთება შესთავაზა, რათა ისინი უცხოელი პარტნიორების დასარწმუნებლად გამოეყენებინა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა