ადვოკატი - პაატა ბურჭულაძის მეუღლე საქართველოში 8 ოქტომბერს ჩამოვა, მას "იავნანას" ფინანსურ დოკუმენტებთან არავითარი  წვდომა არ ჰქონდა

ფონდ "იავნანას" დამფუძნებლის პაატა ბურჭულაძის მეუღლის ადვოკატმა ვახტანგ კვიჟინაძემ სასამართლოს დოკუმენტაცია წარუდგინა, თუ რატომ ვერ გამოცხადდა ანჟელა ვასილენკო გამოკითხვაზე. ვახტანგ კვიჟინაძემ სასამართლოში ბილეთების ასლები და ანჟელა ვასილენკოს მიერ წერილობით დაფიქსირებული პოზიცია წარადგინა, რომლითაც მოწმე მზადყოფნას გამოთქვამს, რომ 8 ოქტომბერს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ გამოიკითხოს. ადვოკატის ინფორმაციით, ვასილენკო 2018 წლის მარტიდან მზად იყო გამოძიებისთვის ჩვენება მიეცა და აქედან გამომდინარე, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ მოხდა ფორსმაჟორულ რეჟიმში პაატა ბურჭულაძის მეუღლის დაბარება გამოკითხვაზე.

"ანჟელა ვასილენკო 2018 წლის მარტიდან გამოთქვამდა მზადყოფნას, რომ მოსულიყო ჩვენების მისაცემად თბილისის საქალაქო სასამართლოში, თუმცა ეს აქამდე საჭიროდ არ ჩაუთვლია გამოძიებას და არ დაიბარეს სასამართლოში. მოულოდნელად გამოიძახეს ის და ეს მოხდა გუშინ. ამასთან დაკავშირებით ანჟელა ვასილენკომ დააფიქსირა თავისი პოზიცია - „8 ოქტომბრამდე მოკლებული ვარ შესაძლებლობას, რომ ჩვენება მივცე. 8 ოქტომბერს, კანონით დადგენილი წესით, მოვალ სასამართლოში და მივცემ ჩვენებას". ამის მიუხედვად, მაინც შემოიტანა შუამდგომლობა საგამოძიებო ორგანომ. თუ რატომ მოხდა ასეთი ფორსმაჟორული წესით, გაუგებარია. ამის არანაირი საჭიროება არ იყო. მას თავისი საქმეები აქვს და ასე ვერ დაელოდება როდის გამოიძახებენ დაკითხვაზე. ის წავიდა თავის საქმეზე, ჩამოვა 8 ოქტომბრისთვის, გამოცხადდება საჭიროების შემთხვევაში სასამართლოში და მისცემს ჩვენებას", - განაცხადა ვახტანგ კვიჟინაძემ.

ამასთან, ადვოკატი უკანონოს უწოდებს გუშინ განხორციელებულ ქმედებას, როდესაც პაატა ბურჭულაძის სახლში, გვიან ღამით სავარაუდოდ საგამოძიებო უწყების წარმლმადგენლები მივიდნენ.

„არანაირი იურიდიული და კანონიერი საჭიროება არ იყო, რომ ღამით მისულიყვნენ ბურჭულაძის სახლში. ფორმა რა ფორმითაც ეს მოხდა და რატომ მოხდა ეს აბსოლუტურად გაუგებარია ჩემთვის, მაშინ როდესაც ანჟელა ვასილენკო გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში და არასდროს თავის არიდება არ უცდია", - განმარტა ვახტანგ კვიჟინაძემ.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომელიც ანჟელა ვასილენკომ შესაძლოა, გამოძიებას მიაწოდოს, კვიჟინაძე აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია მხოლოდ პოზიტიური იქნებოდა.

„გამოძიება მისგან ერთადერთ პოზიტიურ ინფორმაციას მიიღებდა. კითხვები, რომელიც შეიძლება ვინმემ ანჟელა ვასილენკოს დაუსვას ის არის, რატომ გააკეთე ამდენი კარგი ფონდისთვის და ხალხისთვის, რომელსაც ეს ფონდი ეხმარებოდა. ის იყო კონსულტანტი და ფონდ "იავნანას" სხვადასხვა საქმიანობაში ეხმარებოდა. ფინანსურ დოკუმენტებთან მას არავითარი წვდომა არ ჰქონდა", - განაცხადა ადვოკატმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს