სალომე სამადაშვილი - ყველა მოქალაქე, ვინც გუშინ ლევან ყიფიანს უსმენდა, ალბათ, დაფიქრდა და შეშინდა თუ როგორ სახელმწიფოში გვიწევს ცხოვრება

ყველა მოქალაქე, ვინც გუშინ ლევან ყიფიანს უსმენდა, ალბათ, დაფიქრდა და შეშინდა თუ როგორ სახელმწიფოში გვიწევს ცხოვრება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განუცხადა.

სამადაშვილის შეფასებით, აშკარა იყო, რომ ყიფიანი ფიზიკური განადგურების შიშით ენით აღუწერელ მოგონილ ისტორიებზე საუბრობდა, რისიც არავის სჯერა.

„ლევან ყიფიანის განცხადება ყველასათვის ძალიან მტკივნეული სანახავი იყო. ნათელია, რომ არანარი გამოძიების მიმართ არ შეიძლება რაიმე ნდობა არსებობდეს. ნათელია ისიც, თუ რა ვითარებაა ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლის თვალსაზრისით. რეალურად ჩვენ ვცხოვრობთ ქყვეყანაში, სადაც არანაირი ნდობა სახელმწიფოს მიმართ არ შეიძლება გქონდეს, რადგან ის მუშაობს როგორც კრიმინალური სინდიკატი საკუთარი კორუფციული ინტერესების დასაცავად“, განაცხადა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისთვის, გუშინ, ლევან ყიფიანმა თბილისის საქალაქო სასამართლოდან დაკითხვიდან გამოსვლის ე.წ. სარდაფის ინციდენტს სრული სიყალბე და სამარცხვინო სიცრუე უწოდება.

მისი თქმით, ის ოთარ ფარცხალაძეს იცნობს და მასთან კომუნიკაცია არაერთხელ ჰქონია. ლევან ყიფიანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არანაირ ზეწოლას ფარცხალაძის მხრიდან ადგილი არ ჰქონია და არც „სარდაფის ეპიზოდი“ არ ყოფილა. ამასთან, ლევან ყიფიანმა განაცხადა, რომ მასზე არსებული ზეწოლის გამო ზაზა ოქუაშვილმა აუდიოჩანაწერების გაკეთება შესთავაზა, რათა ისინი უცხოელი პარტნიორების დასარწმუნებლად გამოეყენებინა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო