საერთაშორისო კონფერენცია „არბიტრაჟის დღეები 2018“ გაიხსნა

დღეს, საერთაშორისო კონფერენცია „არბიტრაჟის დღეები 2018“ გაიხსნა, სადაც ბიზნეს დავების გადაწყვეტას და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებს და შესაძლებლობებს განიხილავენ.

კონფერენციის მონაწილეები საერთაშორისო არბიტრაჟში ახლად დამკვიდრებულ მიდგომებზე, თანამედროვე ტექნოლოგიებზე და ციფრულ და ონლაინ არბიტრაჟზე მსჯელობენ. ღონისძიებაში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული არბიტრაჟები და იურისტები, მათ შორის, 40-მდე საერთაშორისო არბიტრაჟის სპეციალისტი და მოსამართლე.

კონფერენციის გახსნაზე ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა, საერთაშორისო არბიტრაჟის მნიშვნელობაზე ისაუბრა ბიზნესის განვითარების პროცესში.

„ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველ მეწარმეთა ინტერესების დაცვას კანონმდებლობისა და სასამართლო სისტემის გაუმჯობესების გზით. შესაბამისად, ჩვენ ხელს ვუწყობთ დამოუკიდებელი არბიტრაჟის განვითარებას, როგორც ხშირად ხანგრძლივი და ძვირად ღირებული სასამართლო პროცესების ალტერნატივას“,- განაცხადა ჰარცელმა.

კონფერენციის მონაწილეებს ასევე მიმართეს საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ ნინო ბაქაქურმა, ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ, საქართველოს არბიტრთა ასოციაციის თავმჯდომარემ სოფო ტყემალაძემ და „საპარტნიორო ფონდის“ გენერალურმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

თბილისის არბიტრაჟის დღეები საერთაშორისო არბიტრაჟის ყველაზე დიდი ყოველწლიური ფორუმია რეგიონში, რომელიც ინფორმაციის გაცვლას და მონაწილე ქვეყნებს შორის პარტნიორობას ისახავს მიზნად.

წლევანდელი არბიტრაჟის დღეების პროგრამა სხვადასხვა საგანმანათლებლო და საინფორმაციო ღონისძიებით იყო დატვირთული. მათ შორის, დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრთან თანამშრომლობით გაიმართა სემინარი ბიზნესის წარმომადგენლობისთვის საარბიტრაჟო შეთანხმებების შემუშავების შესახებ. ხოლო არბიტრაჟის ეთიკაზე სემინარს გაუძღვა არბიტრთა პროფესიული ორგანიზაცია “Chartered Instituted Of Arbitrators”.

არბიტრაჟის დღეების მსვლელობაში საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრმა ხელი მოაწერა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ვენის საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრთან. შეთანხმების ფარგლებში გაიმართება ერთობლივი ღონისძიებები, განხორციელდება ინფორმაციის გაცვლა არბიტრაჟის რეგიონული პრაქტიკის შესახებ, გაღრმავდება თანამშრომლობა ისეთ საკითხებში, როგორიცაა საარბიტრაჟო წარმოება და დავების ეფექტური გადაწყვეტა.

თბილისის არბიტრაჟის დღეების ორგანიზატორია: საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი, ხოლო მხარდამჭერები ევროკავშირი და გაერო-ს განვითარების პროგრამა ევროკავშირის უფრო ფართო პროგრამის ფარგლებში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა