„სადაზღვევო ასოციაცია" ადასტურებს, რომ  სამოგზაურო დაზღვევის არმქონე ტურისტების სამედიცინო მომსახურების ხარჯების ამოღებაში კლინიკებს პრობლემები აქვთ

„საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის" გამგეობის თავმჯდომარის დევი ხეჩინაშვილის განაცხადებით, საქართველოში უცხოელების მიერ თვეში 2 ათასი სასწრაფო დახმარების გამოძახება ფიქსირდება, მათგან ნაწილი კი, სამედიცინო კლინიკებშიც ხვდება. ამის შესახებ ხეჩინაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ქვეყანაში სამოგზაურო დაზღვევის გარეშე შემოსული ტურისტების სამედიცინო ხარჯების ანაზღაურების პრობლემას მიეძღვნა.

მისივე თქმით, გაუდაუდებელი შემთხვევების დროს სახელმწიფო ვალდებულია ჯანმრთელობის პრობლემების გამო, მათ უფასოდ მოემსახუროს.

მისივე განმარტებით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსულ ტურისტებს, მიუხედავად იმისა, სარგებლობენ თუ არა უვიზო რეჟიმით, ქვეყანაში შემოსვლისას დაზღვევას არავინ სთხოვთ, თუმცა, ვიზისთვის საჭირო ჩამონათვალში დაზღვევა არის ნახსენები. რაც შეეხება იმ ტურისტებს, რომელთაც საქართველოში შემოსასვლელად ვიზა არ სჭირდებათ, თავისთავად არავინ არ ეუბნება, რომ სამოგზაურო დაზღვევა იქონიონ. თვეში უცხოელების მიერ 2 ათასი სასწრაფო დახმარების გამოძახება ფიქსირდება. ისინი ამას თავად აფინანსებენ, რადგან 50 ლარამდე ღირს. ეს 2 ათასი შემთხვევა არ არის ცოტა. მათგან რაღაც ნაწილის კლინიკებში გადაყვანა ხდება. შემდეგ კი პროცესი რაღაც ინსტიტუციურ მოდელს აღარ ექვემდებარება - როგორც ახერხებენ, ისე ხდება ამ თანხების ამოღება. ვიღაც თავის ჯიბიდან ადვილად იხდის, ვიღაცას ამ თანხების გადახდა ურთულდება. მაგალითად, ვიცით, რომ საკმაოდ გართულებულია პრობლემა ირანელებთან მიმართებაში, რომლებიც თავის ქვეყანაში დაზღვევას ყიდულობენ, რომელიც საქართველოშიც მოქმედებს, მაგრამ შემდეგ ირანულ სადაზღვევო კომპანიას აქ ფულის ჩარიცხვის პრობლემა აქვს. სამწუხაროდ, ვერ გეტყვით, რამდენი ასეთი შემთხვევაა და რა თანხაზე გავდივართ. ეს ფაქტები უდაოდ ხდება. ჩვენს კლინიკებს შემდეგ ნამდვილად აქვს ფულის ამოღების პრობლემა", - განაცხადა ხეჩინაშვილმა.

მისივე თქმით, პრობლემის მოგვარება ნამდვილად შეიძლება, რადგან ანალოგიური პრობლემები იყო უცხო ქვეყნაში რეგისტრირებული ავტომანქანების საქართველოში შემოსვლის შემთხვევაშიც. ამ მიზნით შექმნილი ახალი სისტემა საქართველოში ნახევარი წელია უკვე მოქმედებს.

ვიტალი ბალა - დარწმუნებული ვარ, რომ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტთან მიმართებაში ვარდისფერ სათვალეებს მოიხსნის
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2019
თემურ გოჩიტაშვილი - TANAP-ის ამოქმედების შედეგად საქართველო საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა
ბექა ინჯია - მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არბიტრაჟისა და მედიაციის ინტიტუტების სტანდარტები საქართველოში მსხვილ ინვესტორთა მოთხოვნებს პასუხობდეს
ქართული USB კაბელი ტენე, მალე მეორადი ნარჩენებისგან დამზადდება
"ორიონ ჯგუფმა" ვირტუალური ფული შექმნა - სიახლე სამშენებლო სექტორში
პროკრედიტ ბანკსა და არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ეტაპი „ემბავუდის“ განვითარებაში