მაიკ პენსი -  რუსეთის ქმედებები არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ჩინეთი აშშ-ში სჩადის

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ჩინეთი აშშ-ს საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა. „ჩინეთი იყენებს ყველა საშუალებას და მეთოდს, რომ აშშ-ს შიდა პოლიტიკაში ჩაერიოს. პეკინს აშშ-ს პრეზიდენტის პოსტზე სხვა ადამიანის ხილვა სურს“, - განაცხადა პენსმა.

მისივე თქმით, აშშ-ს მიერ შემოღებული საბაჟო ტარიფების საპასუხოდ, ჩინეთი შეეცდება ნოემბერში, აშშ-ს კონგრესის არჩევნებზე დესტაბილიზაცია შექმნას.

ამასთან, პენსის განცხადებით, ჩინეთის მიერ აშშ-ს საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების მიზნით განხორციელებულმა ქმედებებმა მასშტაბურობით რუსეთის ქმედებებს გადააჭარბა.

„ჩვენი დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის ქმედებები არაფერია იმასთან შედარებით, რასაც აშშ-ში ჩინეთი სჩადის“, - აღნიშნა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა