გულია გოცირიძის შუამდგომლობით, გლდანში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს ბუნებრივი  აირი და ელექტროეტროენერგია მიეწოდებათ

თბილისის საკრებულოს გლდანის მაჟორიტარი დეპუტატის გულია გოცირიძის შუამდგომლობით, გლდანის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ 11 ოჯახს ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია მიეწოდება.

საკრებულოს ინფორმაციით, გულია გოცირიძის მიმართვის შემდეგ, კომპაქტურ ჩასახლება ,,აფხაზეთში“ მცხოვრები 11 ოჯახის გაზიფიცირების პროცესი დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სრულად დააფინანსა.

კომპანია ,,თელასმა “ კი, მოსახლეობას შეღავათები დაუწესა. ახალმა აბონენტებმა, პირველ ეტაპზე სერვისის ღირებულების 50% გადაიხადეს, დარჩენილ თანხას კი ეტაპობრივად დაფარავენ.

„გმირ კურსანტების # 27-ში ოთხსართულიანი კორპუსი მდებარეობს, რომლის პირველ, მეორე და მესამე სართულს ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია მიეწოდებოდა, ხოლო მეოთხე სართულზე მცხოვრები თექვსმეტი ოჯახი ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი. დღეს ჩვენ შევძელით 11 ოჯახის დაკმაყოფილება, დარჩენილია ხუთი და მათი აბონენტებად დარეგისტრირება საცხოვრებელი ბინის დოკუმენტაციის მოგვარების შემდეგ მოხდება”, - განაცხადა გულია გოცირიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა