ანა დოლიძე -  თეა წულუკიანი არაერთხელ არის შემჩნეული საჯარო ინფორმაციის გაუცემლობაში, სისტემურ ხასიათს იღებს მისი მხრიდან კანონის უპატივცემულობა

თეა წულუკიანი არაერთხელ არის შემჩნეული სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობაში, შემჩნეულია საჯარო ინფორმაციის გაუცემლობაში, დიდიხანია სისტემურ ხასიათს იღებს მისი მხრიდან კანონის უპატივცემულობა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ განუცხადა, რითაც თეა წულუკიანის მიერ „პალიტრამედიის“ ჰოლდინგში შემავალი მედიასაშუალებების ბოიკოტირების საკითხს გამოეხმაურა.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, ყველაზე დიდი გაუბედურება ისაა, რომ იუსტიციის სამინისტრო არის უწყება, რომლის მთავარი ვალდებულებაა კანონის აღსრულება და კანონის უზენაესობის დამკვიდრება.

„ჩვენ, გადასახადის გადამხდელებს თეა წულუკიანის ხუშტურების შესრულებაში გადახდილი გვაქვს ათასობით ლარი ანუ სამინისტროს დამლაგებელი თავისი საშემოსავლოთი აფინანსებს იუსტიციის მინისტრის ხუშტურების შესრულებას.

სამინისტროს წაგებული აქვს უამრავი შრომითი დავა იმიტომ, რომ საკუთარი ხუშტურებით გაათავისუფლა თანამშრომელი. ასევე, თეა წულუკიანი არაერთხელ არის შემჩნეული სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობაში, შემჩნეულია საჯარო ინფორმაციის გაუცემლობაში. დიდიხანია სისტემურ ხასიათს იღებს მისი მხრიდან კანონის უპატივცემულობა. ეს ახალი არ არის და არც მხოლოდ „პალიტრამედიის“ მიმართ. უბედურება ისაა, რომ ეს არის სამინისტრო, რომლის მთავარი ვალდებულებაა კანონის აღსრულება და კანონის უზენაესობის დამკვიდრება.

ჩვენ გვყავს მინისტრი, რომელიც თავისივე ქმედებით იმთავითვე ეწინააღმდეგება იმ მისიას, რომელსაც მისი სამინისტრო ასრულებს. ეს ძველი ამბავია და მე ძალიან მიკვირს, რომ ვიღაცას უღირს ამ ადამიანის, რომელიც ყოველ დღე საქმეს აფუჭებს, თანამდებობაზე გაჩერება. ჩემი აზრით, ეს ძალიან ძვირი პოლიტიკური ქულები უჯდება მმართველ გუნდს.

სამწუხაროდ, იუსტიციის მინისტრის მხრიდან კანონის უგულებელყოფა უკვე ჩამოყალიბდა ტრადიციად. ალბათ, მას ასეთი ქცევისთვის მიცემული აქვს კარტ-ბლანში, რომ შეუძლია ის აკეთოს, რაც უნდა და მთელი სახელმწიფო თავის ხუშტურებზე ატაროს,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის პირადი გადაწყვეტილებით, სამინისტრო და მასში შემავალი სტრუქტურები „პალიტრას“ ბოიკოტს უცხადებენ. უკვე თითქმის სამი წელია „პალიტრამედიის“ ჰოლდინგში შემავალ არც ერთ მედიასაშუალებას იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, სერვისების განვითარების სააგენტოდან და აღსრულების ეროვნული ბიუროდან გამოთხოვილ არც ერთ საჯარო ინფორმაციაზე პასუხი არ მიუღია. როგორც აღნიშნულის მიზეზებზე bpn.ge-ს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, შესაბამისი დავალება თეა წულუკიანისგან აქვთ მიღებული.

„მინისტრის მითითებაა 2015 წლიდან. მაგ პერიოდიდან არ ვპასუხობთ „პალიტრას“, გაწყვეტილი გვაქვს სამუშაო ურთიერთობა. კითხვა-პასუხის რეჟიმში „პალიტრასთან“ არ ვართ, ინფორმაციის მიცემა არ შეგვიძლია“, - განაცხადეს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და 40-ე მუხლის მიხედვით, ყველა საჯარო უწყება ვალდებულია საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს პასუხი გასცეს ან დაუყონებლივ, ან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში. შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო კანონს უხეშად არღვევს.

იხილეთ "პალიტრამედიის" თანამშრომლის და იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომლის საუბრის აუდიოჩანაწერი

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა