შავი ზღვის უნივერსიტეტი ავტორიზაციის საბჭოს იმ გადაწყვეტილების ხელახალ განხილვას ითხოვს, რომლითაც უნივერსიტეტს პირველკურსელების მიღება  შეეზღუდა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავტორიზაციის საბჭოს 2018 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილების ხელახალ განხილვას ითხოვს.

უნივერსიტეტმა საგანმანათლებლო დაწესებულებების სააპელაციო საბჭოს მიმართა, რომ გადაწყვეტილება პირველკურსელების მიღების ერთი წლით ვადის შეზუდვის შესახებ ავტორიზაციის საბჭოს დაუბრუნოს განსახილველად. როგორც რექტორმა ილიას ჩილოღლუმ აღნიშნა, თუ ავტორიზაციის საბჭოს მხრიდან დადებითი პასუხი იქნება, უნივერსიტეტი პირველკურსელებისთვის რიგგარეშე მობილობის გამოცხადებს მოითხოვს.

ადვოკატ სოსო ბარათაშვილის თქმით, შავი ზღვის უნივერსიტეტის მიმართ უკანონო გადაწყვეტილება კანონმდებლობას ეწინააღმდება.

„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საჩივრით მიმართა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სააპელაციო საბჭოს, რომლითაც ითხოვს ავტორიზაციის საბჭოს 2018 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილების ხელახლა განხილვისთვის დაბრუნებას. ასეთია ფორმატი. კანონმდებლობა არ ითვალისწინებს პირდაპირ გაუქმებას, ეს ითვალისწინებს, რომ განსახილველად, სათანადო შენიშვნებით დაუბრუნოს ისევ ავტორიზაციის საბჭოს. მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილება, რომლითაც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ერთი წლის ვადით შეეზღუდა სტუდენტთა მიღება, ასევე ის ფაქტი, რომ სტუდენტთა კონტიგენტი 3500-ის ნაცვლად დაუმტკიცდა 2500 სტუდენტის ოდენობით, ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. ჩვენს საჩივარში ვრცლად არის დასაბუთებული ის კანონდარღვევები, რომელიც ავტორიზაციის საბჭოს აქვს დაშვებული. იმ შემთხვევაში, თუ საბჭო იხელმძღვანელებს მოქმედი კანონმდებლობით და კანონის მოთხოვნათა დაცვით, ცხადია, უნდა დაკმაყოფილდეს საჩივრის მოთხოვნა და ამ შემთხვევაში, როგორც თანამდებობის პირების მხრიდან გვესმის, შესაძლებელია სტუდენტთა მობილობის განახლება", - განაცხადა ბარათაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო