გიორგი გახარია საქართველოში ისრაელის ელჩს  შეხვდა

საქართველოს ვიცე–პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, შაბთაი ცურს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, მხარეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ისრაელის სახელმწიფოს სამართალდამცავ ორგანოებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს, რომელიც საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე ეფექტურად ხორციელდება საპოლიციო არხებისა და ისრაელის სახელმწიფოს პოლიციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ატაშეს მეშვეობით.

გიორგი გახარიამ საქართველოსა და ისრაელს შორის უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და უკანონო მიგრაციის სფეროებში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებასთან დაკავშირებით სრული მზადყოფნა გამოთქვა.

მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს ისრაელში ორმხრივი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის გამართვის თაობაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ისრაელის პოლიციის წარმომადგენლები. შეხვედრაზე ორგანიზებულ დანაშაულთან, მათ შორის უკანონო მიგრაციასთან, ოფიციალური დოკუმენტების გაყალბებასთან და კიბერდანაშაულთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა