დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთს შესაძლოა, ახალი სანქციები დაუწესდეს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯერემი ჰანტის განცხადებით, რუსეთს შესაძლოა, ახალი სანქციები დაუწესდეს. ამის შესახებ სააგენტო Press Association იუწყება.

მისი ინფორმაციით, ჰანტმა განაცხადა, რომ რუსეთს შესაძლოა, ახალი სანქციები დაუწესდეს, ვინაიდან არსებობს სერიოზული მტკიცებულებები, რომ რუსეთის ГРУ ჰააგაში მდებარე ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაზე ჰაკერულ შეტევას გეგმავდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა ანკ ბეილეველდმა განაცხადა, რომ 2017 წლის აპრილში ნიდერლანდების სპეცსამსახურებმა რუსეთის მხრიდან ჰააგაში მდებარე ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაზე ჰაკერული შეტევა აღკვეთეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა