სოფიო ქაცარავამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში OGP-ის ფარგლებში საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ ბიშკეკში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, ღია მმართველობის პარტნიორობის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო, რომელიც ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მიერ იყო ორგანიზებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარემ ამ კონტექსტში საქართველოს პარლამენტის პროგრესზე, განხორციელებული რეფორმებისა და სამოქმედო გეგმის მთავარი პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა.

„ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს მიღწევებს საკანონმდებლო დონეზე, განაპირობებს პოლიტიკური ნება, მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობა საპარლამენტო უმცირესობასთან, ოპოზიციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ასევე თანმიმდევრული მიდგომა პროცესების მიმართ და სტრატეგიული კომუნიკაცია ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის “, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა