კომპანია „სვეტის" ხელმძღვანელი პირების ადვოკატი - საქმის მასალები ორი ტომარაა  და დაახლოებით ას კილოს იწონის

„სვეტის" საქმის მასალები დაახლოებით ას კილოს იწონის და ორი ტომარაა, - ამის შესახებ სამშენებლო კომპანია „სვეტის" ხელმძღვანელი პირების ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა ბრალის წარდგენისა და საქმის მასალების ჩაბარების შემდეგ ჟურნალოსტებთან საუბრისას განაცხადა.

ადვოკატ ვალერი გელბახიანის თქმით, ბრალდებულები წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან და დუმილის უფლებას იყენებენ. მისივე თქმით, ორივე ბრალდებული გამოძიებას ჩვენებას საქმის მასალების გაცნობის შემდეგ მისცემს.

„ბრალი წარდგენილია სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის ორი პუნქტით. ედავებიან, რომ თაღლითური გზით მოქალაქეებისგან აიღეს ვითომდა ბინების ასაშენებელი თანხები, რომელთა რაოდენობამ შეადგინა მილიონ 600 ათასი დოლარი და მოტყუების გზით ამ ადამიანებს არ მიეცათ საშუალება ან ფული დაებრუნებინათ და ან ბინები მიეღოთ. სულ ამ ბრალდებაში დასახელებული არის 66 დაზარალებული და მითითებულია მათ მიერ გადახდილი თანხები. ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ. მათ დრო მოითხოვეს რათა მასალებს გაეცნონ და ამის შემდეგ მისცემენ ჩვენებებს. ამჟამად ისინი დუმილის უფლებას იყენებენ. მე ორი ტომარა მაქვს საქმის მასალები. დაახლოებით 100 კილო იქნება. ჯერ ის უნდა გავხსნა და ვნახო. ხელშეკრულებას თუ ვადები აქვს, მაშინ ჯერ კიდევ ითვლება სამართლებრივად რომ მშენებლობის დასრულების ვადები არსებობს", - განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

სვეტის“ დამფუძნებელი გივი ჯიბლაძე და ამავე კომპანიის დირექტორი თორნიკე ჯანელიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გუშინ დააკავა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, „სვეტის“ ხელმძღვანელი პირების მიმართ გამოძიება დეველოპერული კომპანია „სვეტის“ მენაშენეთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე დაიწყო. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მხოლოდ ერთ ობიექტზე, ბრალდებულები გივი ჯიბლაძე და თორნიკე ჯანელიძე მოტყუებით დაეუფლნენ მენაშენეთა კუთვნილ თანხას 3 356 385 ლარის ოდენობით.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა