პროკურატურა - ფონდის ანგარიშიდან პაატა ბურჭულაძის მეუღლისთვის ანაზღაურებულია 254 000 ლარის ავიაბილეთების ღირებულება, გადახდილია ხელფასი და გაწეულია 83 000 ლარის სხვა ხარჯი

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ფონდ „იავნანას“ ანგარიშიდან პაატა ბურჭულაძის მეუღლის, ანგელა ვასილენკოსათვის ანაზღაურებულია ავიაბილეთების ღირებულება - დაახლოებით 254 000 ლარი, გადახდილია ხელფასი და სხვა ხარჯი - დაახლოებით 83 000 ლარი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავარ პროკურატურაში, საკითხზე კომენტირებისას განუცხადეს, ფონდის თანხების შესაძლო არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებას გააჩნია კონკრეტული კითხვები პაატა ბურჭულაძის მეუღლის, ანგელა ვასილენკოს სასარგებლოდ გადახდილ თანხებთან დაკავშირებით.

„საქმეზე მიმდინარე გამოძიება, ფაქტობრივად, დასკვნით ეტაპზეა. პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას საქველმოქმედო ფონდ “იავნანას” ხელმძღვანელ პირთა მიერ ფონდის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე. ფონდის თანხების შესაძლო არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებას გააჩნია კონკრეტული კითხვები პაატა ბურჭულაძის მეუღლის, ანგელა ვასილენკოს სასარგებლოდ გადახდილ თანხებთან დაკავშირებით. ფონდის მიერ ანგელა ვასილენკოსათვის ანაზღაურებულია ავიაბილეთების ღირებულება - დაახლოებით 254 000 ლარი, გადახდილია ხელფასი და სხვა ხარჯი - დაახლოებით 83 000 ლარი. მოპოვებული ინფორმაციის ანალიზისა და სამართლებრივი შეფასების შემდგომ საქმეზე მიღებულ იქნება შემაჯამებელი გადაწყვეტილება,“ - აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

შეგახსენებთ, რომ პაატა ბურჭულაძის მეუღლე დღეს უნდა დაკითხულიყო, თუმცა ის რუსეთში გაემგზავრა და როგორც განაცხადა, 8 ოქტომბერს დაბრუნდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა