საერთაშორისო კონფერენციაზე ჰაერის დაცვის პოლიტიკის შემუშავებაზე იმსჯელეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) ჰაერის კონვენციის ცნობადობის გაზრდის მიზნით, საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.

კონფერენცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა და ყურადღება პრემიერ-მინისტრის ინიცირებული გარემოსდაცვითი კონცეფციის „მწვანე ეკონომიკა“ ფარგლებში, ჰაერის მონიტორინგის და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

ნინო თანდილაშვილმა ჰაერის დაცვის სწორი პოლიტიკის შემუშავებაში აქტიური დახმარებისა და მხარდაჭერისთვის დონორ ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა.

“ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის, მნიშვნელოვანია ჰაერში ემისიის გაფრქვევების სტანდარტების დადგენა და საავტომობილო საწვავის შესაბამისი კვლევა”, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

საქართველო 1999 წლიდან არის ჰაერის კონვენციის მხარე ქვეყანა, რომელიც მიზნად ისახავს შეზღუდოს, ან შესაძლებლობის ფარგლებში ეტაპობრივად შეამციროს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება.

კონფერენციაში გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) გარემოსდაცვითი განყოფილების დირექტორი მარკო კეინერი, სხვადასხვა სამინისტროს, ევროკავშირის დელეგაციის, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა