საქართველოს ფოსტამ საერთაშორისო ბიზნეს ინოვაციების ფორუმს უმასპინძლა

საქართველოს ფოსტამ PostEurop-ის პლენარული სხდომის ფარგლებში „ბიზნეს ინოვაციების ფორუმს“ უმასპინძლა, რომელსაც 100-ზე მეტი საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.

სპიკერთა შორის წარმოდგენილი იყო საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე, რომელმაც ელექტრონული კომერციის მიმართულებით სააგენტოს მიერ დაფინანსებული ინოვაციური სტარტაპ პროექტები წარმოადგინა, რომლებიც შესაძლებელია გამოყენებული იყოს საფოსტო ბიზნესის განვითარების და მოდერნიზაციისთვის.

“ბიზნეს ინოვაციების ფორუმი გახლავთ პლატფორმა ინოვაციური და ტექნოლოგიური სიახლეების გასაზიარებლად, ფორუმი საშუალებას აძლევს საფოსტო ოპერატორებს გაეცნონ მათი ბიზნესისთვის საჭირო და საინტერესო პროექტებს, ხოლო სტარტაპერებს საშუალება აქვთ თავიანთი პროდუქტები და პროექტები პოტენციურ პარტნიორებს წარუდგინონ. ჩვენი ორგანიზაცია ორიენტირებულია წევრ საფოსტო ოპერატორებს პირველებს გავაცნოთ საფოსტო ბიზნესისთვის საინტერესო და საჭირო პროექტები, გავაცნოთ როგორ შეიძლება საფოსტო პროდუქტების რენოვაცია, ახალი ონლაინ სერვისების დანერგვა და განვითარება. ვფიქრობ წლევანდელი ფორუმის შედეგად ბევრ პარტნიორულ პროექტს ჩაეყრება საფუძველი რომელთა შედეგებსაც ახლო მომავალში ვიხილავთ”,- განაცხადა PostEurop-ის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ ჟან პოლ ფორსევილმა.

“ბიზნეს ინოვაციების ფორუმი ყოველწლიურად იმართება PostEurop-ის პლენარული სხდომის ფარგლებში და ყოველთვის საინტერესო და მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ სიახლეებს გვთავაზობს. მრავალი ინოვაციური სერვისი და პროექტი, რომლითაც დღეს ევროპის მოწინავე საფოსტო ოპერატორებთან ერთად საქართველოს ფოსტაც სარგებლობს, სწორედ გასულ წლებში ამ ფორუმზე იყო წარმოდგენილი. თანამედროვე ტექნოლოგიები და დიგიტალიზაცია დიდი გამოწვევაა არა მხოლოდ საფოსტო მიმართულების, არამედ ნებისმიერი ბიზნესისთვის მსოფლიოში, შესაბამისად მნიშვნელოვანია აღნიშნული მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. დღევანდელ ფორუმზე წარმოდგენილი იქნა ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი რომელიც დაკავშირებულია საფოსტო სერვისების განვითარებასთან, ასევე საკმაოდ საინტერესო პრეზენტაციები იქნა წარმოდგენილი ელექტრონული კომერციის მიმართულებით საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ. საქართველოს ფოსტა ორიენტირებულია განვითარებაზე, ჩვენ მზად ვართ ინოვაციური პროექტებისთვის და ახალი ტექნოლოგიების დანერგვისთვის, რათა მეტად ეფექტური, სწრაფი და კომფორტული სერვისები შევთავაზოთ ჩვენს პარტნიორებს და მომხმარებლებს. ჩვენ გვყავს საკმაოდ ძლიერი - ტექნოლოგიების დეპარტამენტი, რომელიც ორიენტირებულია ინოვაციური პროექტების და სერვისების დანერგვაზე საქართველოს ფოსტაში, რაც საშუალებას გვაძლევს ვუპასუხოთ ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს და გამოწვევებს, ჩვენი მიზანია პროფესიონალიზმით და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით შევქმნათ მომსახურების მაღალი სტანდარტი”, - განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს