m²-ის ყველაზე მასშტაბური კომპლექსი m² იპოდრომთან 2 ოფიციალურად გაიხსნა - ბინების ჩაბარებები კი დაგეგმილზე ადრე დაიწყო

კომპანია m2-მა ახალი საცხოვრებელი კომპლექსი m2 იპოდრომთან ოფიციალურად გახსნა. კომპლექსის გახსნის ცერემონიას, რომელიც საცხოვრებელი კორპუსების ეზოში გაიმართა, თავად კომპანიის გენერალური დირექტორი, ირაკლი ბურდილაძე წარუძღვა.

m²-მა ახალი საცხოვრებელი კომპლექსის, m² იპოდრომთან 2 -ის მშენებლობის დაწყების შესახებ 2015 წლის ივლისში განაცხადა და სამშენებლო სამუშაოებიც ამავე წელს დაიწყო. კომპანიის განმარტებით, ნაცვლად 2018 წლის ოქტომბრისა, კომპანიამ 800-მდე ოჯახისთვის სარემონტო სამუშაოების დაგეგმილზე ადრე, ეტაპობრივად ჩაბარება 23 აგვისტოს დაიწყო, დღეს კი საცხოვრებელი კომპლექსი ოფიციალურად გაიხსნა.

როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა,რომ m2 იპოდრომთან არის ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც m2-ს თავისი არსებობის ისტორიაში განუხორციელებია.

„დღეს აღვნიშნავთ კომპლექსის დასრულებისა და მისი გახსნის ღონისძიებას. ბინების ჩაბარება უკვე დაწყებულია. საკმაოდ ბევრმა თავისი ბინა უკვე ჩაიბარა და იმედი გვაქვს, რომ დაახლოებით ახალი წლისთვის ამ კომპლექსში შესახლდებიან და აქ უკვე იგრძნობა სერიოზული გამოცოცხლება.

m2-მა თავის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური პროექტი დაასრულა. ამ კომპლექსში არის 800 ბინა და ჯამში 100 000 კვადატული მეტრი ფართი აშენდა. კომპლექსის ტერიტორიაზე ასევე ფუნქციონირებს საბავშვო ბაღიც. აშენებული ბინების 98% უკვე რეალიზებულია. ჯამში, აღნიშნულ პროექტში განხორციელდა 60 მილიონ დოლარზე მეტი თანხის ინვესტიცია. ჩვენ ამ პროექტის დაფინანსებაში გვეხმარებოდნენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია და ფონდი Green for Growth, რომელთაც გამოყვეს დაფინანსება და მათი დაფინანსების გამოყენებით, ჩვენ ამ კომპლექსში ენერგოეფექტურობის კომპონენტის შემატება შევძელით“, - აღნიშნა ირაკლი ბურდილაძემ.

ამასთან, კომპლექსი, რომელიც გ. კარტოზიას ქუჩაზე მდებარეობს , მოსახერხებელი და მიმზიდველი მდებარეობით გამოირჩევა. კომპანია m2-ის ინფორმაციით, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საცხოვრებელი კომპლექსი აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების მქონე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით, მათ შორის სადარბაზოებში დამონტაჟებული ხანძარმედეგი კარებით. მათივე განმარტებით, კომპლექსი 23%-მდე ენერგოეფექტურია, რაც მობინადრეებს შესაძლებლობას აძლევს, კომუნალური ხარჯები დაზოგონ. გარდა ამისა, კომპლექსი სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.

„კომპლექსის ერთ-ერთ უპირატესობაა 4-დონიანი ავტოსადგომი, რომელიც ბინების რაოდენობის შესაბამისად არის დაგეგმარებული. ანტონოვსკაიასა და კარტოზიას ქუჩების მხრიდან გათვალისწინებულია კომერციული ფართები სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ობიექტებისათვის, რაც კომპლექსის მაცხოვრებლებისათვის დამატებითი კომფორტს შექმნის.

კომპლექსის პირველ და მეორე კორპუსებს შორის მოწყობილია გამწვანებული სათამაშო და დასასვენებელი ზონები, სპორტული მოედანი. იპოდრომთან 2-ის მაცხოვრებლებს სრულად გარემონტებულ ბინებში დახვდებათ იტალიური სამზარეულო ჩაშენებული გაზქურით, ღუმელითა და გამწოვით. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ბინის მფლობელს შესაძლებლობა ჰქონდა, თავად შეერჩია ინტერიერის დიზაინი და სარემონტო მასალები მსოფლიოს წამყვანი ბრენდებისგან“, - აღნიშნეს კომპანიაში.

მათივე განმარტებით, კომპლექსის შესახლების შემდგომი მომსახურება ითვალისწინებს 24-საათიან დაცვას, სადარბაზოების, ლიფტებისა და ეზოს დასუფთავებას, გამწვანების მოვლას, ასევე გაქირავების მომსახურებას კომპანია - m2 რენტის მიერ.

აღსანიშნავია, რომ პროექტი m² იპოდრომთან 2 დაფინანსებული იყო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის - IFC -ის (7.5 მილიონ აშშ დოლარი) და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპული ფონდის Green for Growth Fund – GGF -ის (7.5 მილიონი აშშ დოლარი) მიერ. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 60.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

კომპანია m2 იპოდრომთან 2 კომპანიის მიერ განხორციელებული მე-8 წარმატებული და ყველაზე მასშტაბური პროექტია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა