"1+4 პროგრამის" მოსარგებლე პირებისათვის  სტაჟირება ცხადდება

ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო, "1+4 პროგრამის" მოსარგებლე პირებისათვის სტაჟირება 8 ოქტომბრიდან გამოცხადდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, 2018 წლის შემედგომის მიღებისათვის ვაკანტური 500 ადგილია.

მათივე ინფორმაციით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის განკუთვნილ პროექტს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოს გაერო-ს ასოციაციასთან და საჯარო სამსახურის ეროვნულ ბიუროსთან ერთად ახორციელებს. მისი მიზანია ახალგაზრდების დასაქმების წახალისება, მათი ჩართულობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა.

უწყების ცნობით, პროექტი, სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის ინიციატივით, 2017 წლიდან ხორციელდება. „1+4 პროგრამით“ მოსარგებლე ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ სახელმწიფო უწყებებში, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე, სტაჟირება მათთვის საინტერესო მიმართულებით გაიარონ.

როგორც მინისტრის აპარატში აცხადებენ, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები სტაჟირების პროცესში, კონკურსის საფუძველზე, 8 ოქტომბრიდან ჩაერთვებიან. განაცხადების მიღება 22 ოქტომბრამდე გასტანს. დაინტერესებულმა პირებმა დეტალური ინფორმაცია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებ-გვერდზე უნდა იხილონ.

მათივე ცნობით, სპეციალურად შექმნილი კომისია სტაჟიორებს შეფასების დადგენილი კრიტერიუმებით შეარჩევს. წარმატებული აპლიკანტები 1-დან 6 თვემდე სტაჟირებას სახელმწიფო უწყებებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში გაივლიან.

შეგახსენებთ, რომ „1+4 საგანმანათლებო პროგრამა“ ითვალისწინებს აფხაზურ, ოსურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარებასა და უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას. ახალგაზრდები ერთი წლის განმავლობაში გადიან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო კურსს, რის შემდგომაც სწავლას მათთვის სასურველ ფაკულტეტზე აგრძელებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო