თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მამა შს მინისტრს მიმართავს, დაინტერესდეს, რამდენად მიზანშეწონილია ბრალდებულის მამის მუშაობა საპატრულო პოლიციაში

თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მამა მამუკა ნაცვლიშვილი შს მინისტრს გიორგი გახარიას მიმართავს. მამუკა ნაცვლიშვილი გიორგი გახარიას, გრიგალაშვილის საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ბრალდებულის მამა არ უნდა მუშაობდეს ძალოვან უწყებაში. მოკლულის მამის ინფორმაციით, ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილის მამა საპატრულო პოლიციის თანამშრომელია.

„მინისტრ გიორგი გახარიას მინდა ვთხოვო, განიხილოს გრიგალაშვილის საქმე, რამდენად მიზანშეწონილია მისი სამართალდამცავ ორგანოში მუშაობა. კანონით, ალბათ დაშვებულია, მაგრამ რამდენად აქვს მას მორალური უფლება, რომ საპატრულო პოლიციის სამსახურში იმუშაოს? ბატონ მინისტრს მივმართავ თხოვნით, ეს საქმე განიხილოს. ლადო გრიგალაშვილი დამნაშავეა და ამას წყალი არ გაუვა. პირველივე დღიდან ვენდობი პროკურატურას, გამოძიებას. სიმართლე დადგენილია და უმაღლეს სასჯელს ვითხოვ, უვადოზეა საუბარი. კიდევ ერთხელ ვამბობ, 20 წელიც რომ მიუსაჯონ, იმისთვის უნდა ვიცოცხლო, რომ ის კაცი მოვკლა“, - განაცხადა მამუკა ნაცვლიშვილმა.

თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს მოკლეს. მას ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული და ასევე დაზიანებები აღენიშნებოდა თავის არეში. პოლიციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით მისი შეყვარებული, ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს