სახელმწიფო აუდიტის სამსახურში არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობისა და კანონიერების მონიტორინგის საკითხებზე მომუშავე დროებითი საკონსულტაციო კომისიის მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

აუდიტის სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომისიის წევრებმა წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტებზე მონიტორინგის მონაცემები წარმოადგინეს. ასევე იმსჯელეს სხვადასხვა აქტუალურ თემაზე, მათ შორის, პარტიების შემოწირულობების, დეკლარაციების წარდგენის, წინასაარჩევნო ხარჯების, რეკლამების დაფინანსებისა და სხვა საკითხებზე.

სამუშაო შეხვედრაში 9 არასამთავრობო ორგანიზაციის და სადამკვირვებლო სტატუსით მონაწილე საერთაშორისო ორგანიზაციების „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ (IFES); „ეროვნულ - დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI) და ეუთოს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა