საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საინაგურაციო პლენარული სესია გაიმართება

5-6 ოქტომბერს, თბილისში, საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საინაუგურაციო პლენარული სესია გაიმართება.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სესიის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ანდრიან კანდუ, უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარე ანდრი პარუბი, ევროპარლამენტარი ანა გომეში და ბალტიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ვალერიუს სიმულიკი მიმართავენ.

ამავე დღეს, ირაკლი კობახიძე, ანდრიან კანდუ და ანდრი პარუბი საპარლამენტთაშორისო წესდებას მოაწერენ ხელს, რის შემდეგაც სამი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიება 6 ოქტომბერს პანელური დისკუსიებით გაგრძელდება. საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეები დახურულ სესიაში მიიღებენ მონაწილეობას, სადაც საპარლამენტო თანამშრომლობასა და შიდა განვითარებაზე ისაუბრებენ.

პანელური დისკუსიის ფორმატში, ასევე, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების, ანტიდასავლურ პროპაგანდასთან და ყალბ ახალ ამბებთან ბრძოლის შესახებ იმსჯელებენ.

საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და დიალოგის კიდევ უფრო გაღრმავებას, საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაძლიერებას, ასევე, სამმხრივ ინტერესებში შემავალი საკითხების განხილვას ისახავს მიზნად.

დადგენილების პროექტი „საქართველოს პარლამენტის, მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტისა და უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტო ასამბლეის შექმნის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტმა 21 სექტემბერს მიიღო.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს