სოფო კილაძემ ყირგიზეთის დელეგაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის რეფორმის შესახებ საქართველოს გამოცდილება გაუზიარა

ყირგიზეთის დელეგაციასთან გამართულ შეხვედრაზე სოფო კილაძემ იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომელიც საქართველომ უკანასკნელ წლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით განახორციელა. შეხვედრა ყირგიზული მხარის ინიციატივით და საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ორგანიზებით შედგა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სტუმრებთან, გატარებული რეფორმის საფუძვლები, განხორციელების ეტაპები და მისი ამჟამინდელი მდგომარეობა მიმოიხილა. „რეფორმის ამოსავალი წერტილი იყო ადამიანი და მისი ღირსება, რომელიც არასოდეს ექვემდებარება შეზღუდვას. საკონსტიტუციო რეფორმით ქვეყანამ ადამიანის უფლებების და მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტი კიდევ უფრო გაზარდა. კონსტიტუციის ახალი რედაქციით, ჩვენ გვაქვს ევროპის საბჭოს კონვენციასთან სრულ შესაბამისობაში მყოფი ჩანაწერი, რაც ერთი მხრივ სახელმწიფოს ზღუდავს, შელახოს ადამიანის უფლება და მეორე მხრივ ავალდებულებს მას, ხელი შეუწყოს უფლებების განუხრელ დაცვას“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საკანონმდებლო ორგანოს როლზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის რეფორმაში და ინსპექტორის აპარატის, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის ძლიერი ინსტიტუტის აუცილებლობაზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა