„თბილისობასთან“ დაკავშირებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები შეიცვლება

„თბილისობასთან“ დაკავშირებით დაგეგმილი მოსამზადებელი სამუშაოებისა და საზეიმო ღონისძიებების გამო, 5 ოქტომბრის 07:00 საათიდან 8 ოქტომბრის 06:00 საათამდე ევროპის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. შესაბამისად, შეიცვლება ევროპის მოედნის გავლით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები: გორგასლის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ გადაადგილებისას, ავტობუსები და მიკროავტობუსები მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან აუხვევენ მშრალ ხიდზე და ვირსალაძის ქუჩიდან ბარათაშვილის ხიდისკენ მობრუნდებიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ავტობუსები N23, N59 და N95 ხეთაგუროვის ქუჩის ნაცვლად გაივლიან ზაარბრიუკენის მოედანს, მშრალ ხიდს, ვირსალაძის ქუჩასა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, საიდანაც ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან. უკუმიმართულებით მოძრაობისას, ისინი ბარათაშვილის ხიდიდან ჩაუხვევენ მარჯვნივ და მტკვრის მარცხენა სანაპიროდან მოძრაობას გააგრძელებენ ჯერ ხეთაგუროვის ქუჩით, შემდგომ კი დადგენილი სქემით.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს