აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ქვეყანაში რამე სახის ლაბორატორიის არსებობას უარყოფს, რომელიც სხვა ქვეყნის კონტროლს ექვემდებარება. უწყების განცხადებით, შესაბამისად, შეუძლებელია მისი რეკონსტრუქციის შესახებ იყოს საუბარი. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.
დღეს რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაურმა იგორ კირილოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში, აზერბაიჯანსა და უზბეკეთში პენტაგონს დაქვემდებარებული ლაბორატორიების რეკონსტრუქცია გრძელდება.
კირილოვმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე საქართველოს შესახებაც ისაუბრა. მისი განცხადებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იმედოვნებს, რომ საქართველო და აშშ განმარტავენ, თუ რატომ ინახება „ლუგარის ლაბორატორიაში“ ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის საბრძოლო მასალა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"