სალომე ზურაბიშვილი - გაპრეზიდენტების დღიდან ნამდვილად არ ვიქნები სავარძელში მჯდომარე, არამედ ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც ჩავა რეგიონებში, მოისმენს პრობლემებს და მოსაზრებებს

პრეზიდენტად გახდომის დღიდან ნამდვილად არ ვიქნები სავარძელში მჯდომარე, არამედ ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც ჩავა რეგიონებში, მოისმენს პრობლემებს და მოსაზრებებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მხარს მმართველი პარტია უჭერს, კახეთში, ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, პარლამენტსა და მთავრობაში ხალხის პრობლემების მიტანას გეგმავს. „კახეთი არის ჩემი რეგიონი, სადაც ძალიან ხშირად ჩამოვდივარ და ბოლოს 10 დღის წინ ვიყავი რთველზე. აქ, როგორც სხვაგან, ტყუილ დაპირებებს არ ვიძლევი, ეს არ არის ჩემი სტილი. მე, ყველა რეგიონში ერთ რამეს ვპირდები, რომ ჩემი პრეზიდენტად გახდომის დღიდან ნამდვილად არ ვიქნები თავის სავარძელში მჯდომარე, არამედ პრეზიდენტი, რომელიც ჩავა რეგიონებში და მოისმენს პრობლემებს და მოსაზრებებს, რომელიც ერთად უნდა გადავწყვიტოთ. მე, ამ მოსაზრებებს მივიტან პარლამენტში თუ მთავრობაში, რომელიც დაგვეხმარება, რომ უფრო სწრაფი სვლით ვიაროთ წინ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა