შს მინისტრის მოადგილე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის აღმასრულებელი კომიტეტის 69-ე სესიაზე საქართველოს სახელით მოხსენებით წარდგა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე, შვეიცარიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) აღმასრულებელი კომიტეტის 69-ე სესიაზე საქართველოს სახელით მოხსენებით წარდგა.

შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოში დევნილების პრობლემაზე და ქვეყნის ოკუპაციის საკითხზე. აგრეთვე, მოხსენებაში საუბარი შეეხო ლტოლვილთა გლობალური კრიზისის გადაჭრაში სახელმწიფოთა ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას და ამ მხრივ საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.

ვიზიტის ფარგლებში, ნინო ჯავახაძე ასევე შეხვდა შვეიცარიის მიგრაციის სამსახურის წარმომადგენელს. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა შვეიცარიაში ქართველ თავშესაფრის მაძიებლებთან დაკავშირებული ტენდენციები და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ფარგლებში წარმოქმნილი პრობლემების დასაძლევად საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს