„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, 5 ოქტომბერს, 14:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 930 აბონენტს მცხეთის რაიონის სოფლებში: წეროვანი, ჩარდახი, გოროვანი, სხალტბა და მიმდებარე სოფლებში, 10:00-დან 18:00 საათამდე 4487 აბონენტს დუშეთის რაიონის სოფლებში აბანოსხევი, საკრამული, ქუბრიანთ აგარაკი, მაქართა, ჩოხი და მიმდებარე სოფლებში, 10:00-დან 19:00 საათამდე 1690 აბონენტს მცხეთაში სამხედროს, აღმაშენებლის, მუხრანის, წიწამურის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

ამირან სალუქვაძე - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი ინტრიგა იქნება, ვინ გადალახავს ამ საცოდავ 1%-ს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2020
ბორის სოკოლოვი - ბელარუსში პროცესები შესაძლოა დასრულდეს ან საპროტესტო აქციების ჩახშობით ან ლუკაშენკოს ხელისუფლების დამხობით
"ლიბერთის" ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის
„შუშხუნა ბაკურიანი“ - სიახლე ბაზრის ლიდერი ბრენდისგან
სერვისი, რომელიც ბუნებრივი რესურსების მოპოვების ბიზნესს ამარტივებს
სამშენებლო კომპანია "ანაგი" განცხადებას ავრცელებს (R)