აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების ძირითადი ინდიკატორების მიხედვით მაღალი შეფასება მისცა

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების ძირითადი ინდიკატორების მიხედვით მაღალი შეფასება მისცა.

2018 წლის 4 ოქტომბერს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) გამოაქვეყნა ინფორმაცია ბენეფიციარი ქვეყნების შესახებ, რომლის მიხედვით, საქართველომ ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების ძირითადი მაჩვენებლების მიხედვით (0-დან 1-მდე სკალით) მაღალი შეფასებები მიიღო.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გზამკვლევი, რომელშიც სექტორულად არის შეფასებული ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი თვითუზრუნველყოფის პროცესში (Journey to Self-Reliance), ხაზს უსვამს რეგიონში საქართველოს წამყვან როლს ლიბერალური დემოკრატიის, ღია, პასუხისმგებლიანი მმართველობის და მთავრობის ეფექტიანობის, ბიზნესის გარემოს, ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციების ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით, ხოლო რიგ კომპონენტებში - სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ეფექტიანობის, გადასახადების ადმინისტრირების და ვაჭრობის თავისუფლების მიმართულებით, საქართველოს უფრო მაღალი მაჩვენებლები აქვს, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპისა და ბალკანეთის რეგიონის ქვეყნებს.

“აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ქვეყნებისთვის უცხოური დახმარების საჭიროების აღმოფხვრა წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით, USAID ფოკუსირებას ახდენს თვითუზრუნველყოფის უნარის ამაღლებაზე, რაც გულისხმობს ქვეყნის (მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების და კერძო სექტორის ჩათვლით) შესაძლებლობას არსებული გამოწვევების ფონზე დაგეგმოს, დააფინანსოს და განახორციელოს განვითარებისკენ მიმართული პროექტები. მსგავსი მიდგომა USAID-ის მიერ ქვეყნებთან ურთიერთობის ქვაკუთხედს წარმოადგენს.

თვითუზრუნველყოფის უნარი განისაზღვრება ორი ელემენტით: ვალდებულებით - თუ როგორ უწყობს ხელს თვითუზრუნველყოფის უნარის განვითარების პროცესს ქვეყნის კანონმდებლობა, პოლიტიკა და ქმედებები; და შესაძლებლობით - რამდენად წინ არის ქვეყანა პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ სექტორში მუშაობისა და განვითარების კუთხით.

სწორედ ზემოხსენებული ორი ელემენტის ასახვისთვის USAID-მა შეიმუშავა მაღალი დონის მეტრიკები, რაც სააგენტოს ქვეყნების შეფასების პროცესს უადვილებს და რომელთა საფუძველზეც იქმნება ცალკეული ქვეყნის გზამკვლევი“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა