ინდონეზიაში, მიწისძვრისა და ცუნამისგან დაზარალებულ რაიონებში სამართალდამცველებმა 90-ზე მეტი მძარცველი დააკავეს

ინდონეზიაში, მიწისძვრისა და ცუნამისგან დაზარალებულ რაიონებში სამართალდამცველებმა 90-ზე მეტი მძარცველი დააკავეს. ამის შესახებ პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სერიო ვასისტომ განაცხადა.

„ყველა ბოროტმოქმედი ქალაქ პალუში დააკავეს. ისინი იჭრებოდნენ საკვებისა და სასმელი წყლის საწყობებში, ძარცვავდნენ მაღაზიებს, აყაჩაღებდნენ ბანკომატებს. პოლიცია მათ წინააღმდეგ ძალიან მკაცრად იმოქმედებს“, - განაცხადა ვასისტომ.

7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ინდონეზიაში 28 სექტემბერს მოხდა, მოგვიანებით კი 360 აფტერშოკი დაფიქსირდა. ძლიერმა მიწისქვეშა ბიძგებმა ცუნამი გამოიწვია. ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაიღუპა 1558 ადამიანი, უგზო-უკვლოდ დაკარგულებად 113 ადამიანი ითვლება, დაშავებულთა რაოდენობა კი 2500-ს აღწევს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს