ვენესუელას პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ კოლუმბიის პრეზიდენტ ივან დუკეს ეშმაკი და ვაშინგტონის მსახური უწოდა. შესაბამისი განცხადება მან კარაკასში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
„დუკეს ანგელოზის სახე აქვს, ის პატარა ანგელოზს ჰგავს, მაგრამ ის არის ეშმაკი, რომელსაც სძულს ვენესუელა და რომელიც ყოველდღიურად აწყობს მზაკვრულ გეგმებს ჩვენი ქვეყნისა და შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ“, - განაცხადა მადურომ.
მისივე თქმით, კოლუმბია ვენესუელასთვის საფრთხეს წარმოადგენს, ვინაიდან იმპერიალიზმის მსახურის როლს ასრულებს.